|
2015-07-14 15:36:04, 715 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში კიდევ ერთი სოციალური სახლი აშენდება
ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან და სამშენებლო კომპანიის შპს “დაგი“-ს დამფუძნებელთან გოგი გულორდავასთან ერთად მრავალბინიანი სახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის დეტალები მთავრობის წევრებს შპს „დაგი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა სერხიო მარინ გარსიამ გააცნო. „10 სართულიან შენობაში 54 ბინა განთავსდება. ობიექტზე ჯამში 400 ადამიანი დასაქმდება. შენობა ახალ მეპატრონეებს თეთრი კარკასით ჩაბარდება. მოეწყობა წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, განათება და გაზგაყვანილობა. მშენებლობა 2016 წლის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის მიერ რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სოციალური სახლების პროექტი ბოლო ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 122-ბინიანი 5 საცხოვრებელი სახლი შენდება, სადაც 115 ადამიანია დასაქმებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში, რომელიც 2015 წლის ნოემბრისთვის დასრულდება. ობიექტზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 70-75 კაცამდე გაიზრდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაბა ქედაში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც მოეწყო 12 საცხოვრებელი ბინა. ბინების გადაცემის მიზნით გამგეობისა და სამთავრობო კომისიის მიერ მიმდინარეობს ოჯახების შესწავლის პროცედურა.
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)