02:06 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 13:05:40, 5446 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: „ლელოს“ კარი ღიაა - შეიქმნება კრიტიკულ-ინტელექტუალური მასა და დადგება სწრაფი განვითარების ეტაპი

"თიბისი ბანკის" დამფუძვნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ლელო" არის ის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ეროვნული ინტერესის და იდეის გარშემო გაერთიანდებიან. 

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც მან განმარტა, "ლელოს" ამოცანა ისეთი ადამიანების პოვნა და გუნდის შეკვრაა, რომელიც ქვეყანას არსებული მდგომარეობიდან გამოიყვანს. 

"ლელოს" კარი არის ღია და ასე გაგრძელდება ეს პროცესი, რათა ყევლამ დაიჯეროს, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ადამიანის რესურსების სახით, პოტენციალი საქართველოში და ემიგრაციაში. ემიგრაციიდან მოდიან უნიჭიერესი ადამიანები და გვიერთდებიან. როგორც კი შევქმნით ამ კრიტიკულ-ინტელექტუალურ მასას ქართველებისგან და საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და არ უნდათ შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორედ იმ მომენტში დადგება ძალიან სწრაფი განვითარების ეტაპი“, - განაცხადა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოზრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში შედგა. ხაზარაძემ მოძრაობის 24 წევრი უკვე წარადგინა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics