19:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 12:55:38, 443 ნახვა

პოლიტიკა
საზღვრის გადმოწევაზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, ჟურნალისტები აქციას საგარეო უწყებასთან გამართავენ

გორის რაიონში, სოფელ  ხურვალეთთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია დასრულდა.
 როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტო GHN –ის ხელმძღვანელმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა, თუ  ხელისუფლება რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პრობლემას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ჟურნალისტების მორიგი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება. 
 ჟურნალისტების აქციის მიმდინარეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, რომლებმაც, ჟურნალისტების მიერ მოგლეჯილი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დააფიქსირეს. 
 ხურვალეთში ჟურნალისტებმა რუსეთის ოკუპანტური ქმედებები გააპროტესტეს. 
ისინი იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ჟურნალისტებმა  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს.
ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics