|
2019-09-25 12:10:44, 5238 ნახვა
კომენტარი
კალაძე მოადგილეს: დღესვე დაიბარეთ პრობლემური კონტრაქტორი კომპანიები და ბოლო გაფრთხილება მიეცით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ ორ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევა აქვს, ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც მან აღნიშნა, პირველი პრობლემა გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროს ფიქსირდება. „არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება. ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი მეორე პრობლემურ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანალოგიური მდგომარეობა ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის) ფიქსირდება. კახა კალაძემ ამ შემთხვევაში, სამუშაოების მონიტორინგი მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა. „აქაც ბოლო გაფრთხილებას ვიძლევი. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებსაც ვეუბნები, ვინც უშუალოდ კურირებს საკითხს - მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, თუ როგორ მიდის სამუშაოები. ორი-სამი დღის განმავლობაში, პარკში არცერთი ადამიანი არ მუშაობს, მიგდებული და მიყრილია ყველაფერი, ტექნიკა არ მუშაობს. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სამუშაოების დამთავრება ადრეა შესაძლებელი, გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი. როცა ხალხი ხედავს, რომ გადათხრილია ყველაფერი და არავინ მუშაობს, მტკივნეულად აღიქვამს და მართალიცაა. ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ კითხვის ნიშნები უჩნდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მოადგილეებს ორივე კომპანიასთან დროული კომუნიკაციის დაწყება და გაფრთხილება დაავალა. „ერთი დღე, როგორც კი შეჩერდება მუშაობა, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. დავიღალე. 24 საათის განმავლობაში გვიწევს მონიტორინგი, თავზე ვადგავართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი არ არსებობს, უბრალოდ, მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. საზოგადოებას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია თუ ვინმე სხვის. პასუხისმგებელი არის დედაქალაქის მერია. შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზია. დღესვე დაიბარეთ ორივე კომპანია, ვისზეც ვსაუბრობდი და ბოლო გაფრთხილება მიეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)