|
2015-07-14 12:37:15, 663 ნახვა
საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს, ხურვალეთთან ბილეთების რიგში მდგომებს და „ტაბურეტკით“ მორბენალებს ვერ ვხედავ
გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნანუკას შოუს“ წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ის იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს შუაზე გახლეჩას აპროტესტებენ, ვაკის პარკში ბილეთების რიგში მდგომებს ვერ ხედავს. ასევე, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპანტურ ქმედებებს არ აპროტესტებენ „ტაბურეტკებით მორბენალები“, რომლებიც თუნდაც ამ „ტაბურეტკებით“ საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ ბანერს დააზიანებდნენ. „მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ დღეს აქ არ დგას მთელი საქართველო, როცა ცენტრალური ავტობანიდან სულ რაღაც 200, 300 მეტრია დარჩენილი და პრაქტიკულად საქართველო გაიხლიჩება ორ ნაწილად. სად არიან ადამიანები, რომლებიც 2 და 3 დღის განმავლობაში ვაკის პარკში ღამეებს ათევდნენ?! ქვეყნის ოკუპაცია და შუაზე გახლეჩა კი, არაფრად ანაღვლებთ. დღეს, აქ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც პირველ რიგში ვასრულებთ მოქალაქეობრივ მოვალეობას, ჩვენს პროტესტს ვაფიქსირებთ ხმამაღლა, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ“,– აღნიშნა ჟორჟოლიანმა. ხურვალეთთან იმყოფებიან სხვადასხვა ტელეკომპანიების, საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალ–გაზეთების ჟურნალისტები. საპროტესტო აქციაზე გამოტანილია პლაკატები, „არა მცოცავ ოკუპაციას“, „ რუსეთი არის ოკუპანტი“. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)