|
2019-09-24 11:44:51, 4840 ნახვა
კომენტარი
საპარლამენტო უმრავლესობა - თუ ბესელიას ფარული კადრებით მანიპულირების შესახებ ინფორმაცია აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს
საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას აქვს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გამოყენებით გარკვეულ ადამიანებზე ზეწოლის მოხდენის თაობაზე. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, ბესელია ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს. "თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს არის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მისი არ გამჟღავნებით თვითონ ხდება დამნაშავე. თუ არ აქვს და ისე საუბრობს, პოლიტიკურად, რაც მისი მხრიდან ხშირად მოგვისმენია, ეს არის უბრალოდ ჭორაობა და მეტი არაფერი", - განაცხადა სოფო კილაძემ. კიდევ ერთი დეპუტატი უმრავლესობიდამ, იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბესელიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს, თუმცა დასძინს, რომ ინფორმაციას არსებობის შემთხვევაში, მან გამოძიებას უნდა მიმართოს. "ეს თუ მართლა განაცხადა ეკა ბესელიამ, მაშინ იგი ვალდებულია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, რადგან ეს შესაძლოა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. სერიოზულად ვერ მოვეკიდები ამ სიტყვებს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)