|
2015-07-14 09:41:54, 481 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება - წითელუბნისა და ორჭოსანის ტერიტორიებზე შეჭრა, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის ფაქტს ადასტურებს
უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" და აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიაჩნია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს. „უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთის მრიდან ეგრეთწოდებული შეთანხმების „მოკავშირეობა და ინტეგრაცია“ რატიფიკაციას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან და აღნიშნულ ნაბიჯს აფასებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მორიგ უხეშ დარღვევად. წითელუბანისა და ორჭოსანის დასახლებულ პუნქტებთან მიმდებარე ტერიტორიებზე შეჭრა რაც ამჟამად ხდება, ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეგიონში მცოცავი ანექსიის ფაქტს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია ანადგურებენ მსოფლიო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას. უკრაინა გმობს რუსეთის მხრიდან ამგვარ მიზანმიმართულ ქმედებებს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საწინააღმდეგოდ კონსოლიდაციისკენ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)