|
2019-09-20 16:57:48, 2967 ნახვა
კომენტარი
„უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“ - ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს
წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში, - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ. "ვფიქრობთ, რომ რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში არის ჩადებულია საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში ერთის მხრივ კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ, იზღუდება დასაქმებული - თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან ის სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები."- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის. ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები RIA-ს ჩატარება აუცილებელია. „ლოგიკურიც და აუცილებელიცაა, რომ ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიც და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. ცნობისთვის, მმართველი გუნდის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობის უფლება არ ექნებათ: “აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- ნათქვამია კოდექსის პროექტში.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)