|
2015-07-13 19:21:46, 558 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იყო, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ქვეყნის პირველმა პირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. „საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. „განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარედ ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავემგზავრეთ ადგილზე, რათა შეგვესწავლა იქ არსებული ვითარება და მოგვეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ დააკვირდეს და შეაგროვოს ადგილზე არსებული ზუსტი მონაცემები და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი - ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახლა კვლავ გამოჩნდა, ხოლო მეორე ახალი ბანერი სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. თუმცა, ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს და ჩვენ ადგილზე ვრჩებით. მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაეცემათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში, რომლებიც მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებისათვის იყენებენ“,- განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა. შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)