|
2019-09-16 12:20:17, 2297 ნახვა
კომენტარი
გახარია: „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები იმ ფასეულობების მატარებლები იქნებიან, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახადოს
„ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს და გახადოს ეს ქვეყანა, საბოლოოდ, ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლისის ტბაზე, „ევროპული სკოლის“ მშენებლობის გახსნაზე განაცხადა. გახარიამ განსაკუთრებული მადლობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსს გადაუხადა, რომელსაც, მისი თქმით, ამ წამოწყებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. „ევროპული სკოლის“ გახსნა არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ხარისხობრივად ახალი დონის ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და, რაც მთავარია, საქართველოს და ევროკავშირს შორისთვის ურთიერთობისთვის. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ იოჰანეს ჰანსს, რამეთუ ცნობილია მისი პერსონალური, პირადი ღვაწლი ამ წამოწყების განხორციელებაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს სკოლა, მისი მნიშვნელობა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა ვითარდება. რა თქმა უნდა, ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს და გახადოს ეს ქვეყანა, საბოლოოდ, ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)