03:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 13:03:16, 4234 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ინვესტორების განწყობები ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევაზე რეაგირებს

ინვესტორების განწყობები, იქნება ეს ადგილობრივი, უცხოელი თუ კვაზი უცხოელი, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევაზე რეაგირებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ.

მაჭავარიანმა ზოგადად, რეგიონში, ეკონომიკური გარემოს დაძაბულობასაც გაუსვა ხაზი.

“ინვესტიციების ბუნება, იქნება ეს უცხოური თუ ადგილობრივი, ეს აბსოლუტურად მეორადი საკითხია, დამერწმუნეთ. რომ იცოდეთ, უცხოური ინვესტიციების 60-70% ეს არის, სინამდვილეში, თავისი ბუნებით, ქართული,  ადგილობრივი ინვესტიციები, გატანილი აქედან და შემოტანილი სხვადასხვა ქვეყნიდან  ან ოფშორიდან. ამიტომ, თქვენ ჩემი თხოვნაა გაითავისოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეს არ არის გადამწყვეტი და მთავარი საზომი, მთავარი საზომია ინვესტიციები. როდესაც გვაქვს, ზოგადად, ინვესტიციების კლება, გეთანხმებით, რომ ეს არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების განწყობები,  იქნება ეს ადგილობრივი, უცხოელი, თუ კვაზი უცხოელი, ეს არის შედარებით დაბალ დონეზე. ამ განწყობების შემცირებას  რამდენიმე ფაქტორი იწვევს: პოლიტიკური, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომელიც მოხდა  2 თვის წინ, მთავრობის ცვლილება და ა.შ. ამ ყველაფერზე რასაკვირველია, ბიზნესი რეაგირებს. აბსოლუტურად არ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი, ვინ არის მართალი, პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს - დამთავრებულია. დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან? იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა, იქაც არ აინტერესებთ, ამ შემთხვევაში, ვინ არის მართალი-მტყუანი, ტემპერატურამ აიწია? განწყობები შემცირდა. გარდა ამისა, რეგიონიც დაძაბულია ეკონომიკურად და ესეც პრობლემაა”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics