|
2019-09-11 15:44:01, 4127 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: მუქარის წერილთან დაკავშირებით ხაზარაძის დაკითხვის ოქმი საქმეში არ დევს
"თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძეს ადვოკატი ეკა ეგუტია აცხადებს, რომ ხაზარაძის დაკითხვის ოქმი, მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ფულის გათეთრების საქმეში უნდა ყოფილიყო, საქმეს დართული არ აქვს. ეგუტია აღნიშნავს, რომ წერილთან დაკავშირებით საქმის აღძვრას მუქარის კუთხით ელოდნენ, თუმცა პროკურატურამ საქმე არ აღძრა. "მუქარის წერილთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე დაკითხეს სასამართლოს წინაშე, ანუ დაკითხვის ოქმი არსებობს, მაგრამ საქმეში, რომელიც გადმოგვეცა, ეს ოქმი არსად ფიგურირებს. პროკურატურამ თქვა, რომ ეს დაკითხვა ხდება ფულის გათეთრების საქმის ფარგლებშიო. ჩვენ გვეგონა, რომ საქმეს ცალკე, მუქარის მუხლით აღძრავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს საქმე [ფულის გათეთრების] გადმოგვეცა ჩვენ, დანართებით და ის დაკითხვის ოქმი არსად არ ფიგურირებს. რას ემსახურებოდა ეს გამოკითხვა, ჩვენთვის გაუგებარია. გამოკითხვის დროს ჩვენ ვიკითხეთ - ეს გამოკითხვა ხდება რომელი საქმის ფარგლებში, ცალკე აღძარით თუ არა თქო და გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში დაგკითხავთო, მათ ეს უფლებამოსილება აქვთ. შესაბამისად, ამ საქმის ფარგლებში ველოდებოდით, რომ იქნებოდა თანდართული მასალებში, თუმცა არ ფიგურირებს არსად", - განაცხადა ეკა ეგუტიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)