16:46 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 17:48:30, 2567 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

10 სექტემბერი „ენერგეტიკოსის დღეა" - ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიულოცა.

 ნათია თურნავას განცხადებით,  ყოველი ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ქვეყნის მომავალი,  განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის  სწორედ ენერგეტიკაზეც.

 „მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმ დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებმაც, რეალურად, სასიკეთო გარდატეხა უნდა შეიტანონ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაში, თუმცა, ყველაფერი უფერულდება, თუ ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას არ გადავუხდით ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ არ ჩანან, მაგრამ მათ გარეშე არ იქმნება არაფერი - ისინი დღე და ღამე შრომობენ, აშენებენ, ქმნიან, სწავლობენ, წვალობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უწყვეტი ენერგომომარაგება, გვქონდეს გენერაციის ახალი ობიექტები, გვქონდეს ახალი ტექნოლოგიები, გვქონდეს მწვანე განვითარება და გვქონდეს მომავალი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics