|
2019-09-10 16:27:09, 2249 ნახვა
კომენტარი
„არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს“ - კახიძემ რასმუსენის ის განცხადება განმარტა, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. საუბარია განცხადებაზე, სადაც რასმუსენი ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. კახიძის განმარტებით, ტოტალური თავდაცვის მე-5 მუხლი აუცილებლად უნდა გავრცელდეს საქართველოს კონტროლილებად ტერიტორიაზე. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული ნატო-ს და ყველა ჩვენი საერტაშორისო პარტნიორის მხრიდან. ეს ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. საუბარია იმაზე, ტოტალური თავდაცვის მე-5 მუხლი აუცილებლად უნდა გავრცელდეს საქართველოს კონტროლილებად ტერიტორიაზე. ბუნებრივია იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თავდაცვის მუხლის გავრცელების შემთხვევაში ეს წარმოშობს საომარი დაპირისპირების საფრთხეს ნატო-სა და რუსეთს შორის. ამაზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლამ ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, რომ იყოს ეკონომიკური სტაბილურობა, რომ წინ წავიდეთ, რასაც შემდგომში მშვიდობიანად უნდა მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და რუსეთის ჯარების გაყვანა. ამიტომ, რასმუსენს არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის დეზინფორმაცია, თუ ვინმე ამ ფორმით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - განაცხადა დეპუტატმა "ტვ პირველთან" საუბარში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)