|
2019-09-09 17:18:42, 1911 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე „გახარიას წერილზე“: თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს
"სახელმწიფოს და მათ ინტერესებში შედის ის, რომ საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვებზე, რომლებიც არსებობს, პასუხები გაეცეს", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ექსპერტიზამ "სერიოზული შედეგები დადო". როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან დასკვნა საგამოძიებო ორგანომ უნდა დადოს. მასივე თქმით, მთავარია, რომ "თიბისი ბანკს" მუშაობაში ხელი არ ეშლება. რაც შეეხება წერილს, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ან დამატებითი მტკიცებულებები, მხარემ უნდა წარადგინოს სასამართლოში. "რაც მთავარია "თიბისი ბანკი, რომელიც არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი, ფუნქციონირების შეუფერხებლად. ის სარგებლობს იმ კანონმდებლობით და საერთო თამაშის წესებით, რომლითაც სარგებლობენ სხვა კერძო ბანკები საქართველოში. შესაბამისად "თიბისი ბანკის" საქმეს და მომავალს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ბატონ ხაზარაძეს და მის დავას, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არის გამოძიების საქმე და მოდით მივცეთ საშუალება, რომ მართლმსაჯულების სისტემამ თავის საქმე გააკეთოს. ჩვენს ინეტერესბში შედის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და კითხვები, რომელიც არსებობს, მალე გაეცეს პასუხი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)