|
2019-09-09 15:50:14, 2529 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა გახარიასთან, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგია. ხაზარაძის განცხადებით, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მასთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მინისტრი სხვადასხვა მიზეზების გამო, პორტის მშენებლობას უწუნებდა. ბიზნესმენი აგრეთვე გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" სტატიას გამოეხმაურა, სადაც გიორგი გახარია "მოსკოვის კაცად" არის მოხსენიებული და დასძინა, რომ ის ამ მოსაზრებას იზიარებს. "მე ანაკლიის პროექტს არ წარმოვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს პარტნიორებს საკმაოდ დიდი ინვესტიციები გვაქვს ჩადებული. არანაირი კავშრი, როგორც ბიზნესმენს აღარ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა მაქვს ინტერესი, რომ ეს პროექტი განვითარდეს, რადგან ის უმნნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. დღეს "დოიჩე ველემ" ძალიან კარგი სტატია დაწერა და მას უწოდა "მოსკოვის კაცი", რასაც სრულიად ვიზიარებ. მთელი ამ პროცესის დროს, რამდენჯერაც მქონდა მე მასთან შეხვედრა, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ამასთან, საქართველოს ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე 35%-ით იზრდება და ანაკლიიის პორტის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ნოვორასისკის პორტის და ტამამის პორტის მშენებლობა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა. არ უნდა ასრულებდეს ხელისუფლება იმ სახელმწიფოს დავალებებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა ხაზარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)