|
2019-09-09 15:19:04, 2061 ნახვა
კომენტარი
ბოკერია გახარიაზე: კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო - შესაძლებლობა არ მიეცა, რომ სადღეგრძელოებით დრო გაეყვანა
"გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკერიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მმართველი გუნდს პასუხს გასცემს და "ქართული ოცნება" არჩევნების გზით "დაისჯება". "სისულელეა, გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, ეს არის და ეს და ყოველთვის "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ თავს. უნდა იგრძნონ ინტელექტუალურად დამცირებულად თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მაგრამ მერე წუწუნი იმაზე, „როგორ დაგვჩაგრეს“, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რაც თქვა გახარიამ, ივანიშვილის რჩეულმა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსმენაზე - რომ ხვალაც რომ იყოს ვითარება, გავრილოვს ან მისნაირ ფიგურას შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, ისევ იმავე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს? ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ მშვიდი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და რაც მთავარია, მწარე მშვიდობიანი დასჯით არჩევნებზე და ეს მოხდება ასეთი უტოფრობის ფონზე აუცილებლად", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)