|
2019-09-09 14:45:50, 2229 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: გახარიას წერილის პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ წერილის ექსპრტიზა, რომელიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა, „საკმაოდ სერიოზული შედეგებით“ დასრულდა. ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ექსპერტიზის შედეგების შემდეგ, პროკურატურა წერილს სერიოზულ ნივთმტკიცებად აღიქვამს და საქმეს ხელახლა აღძრავს. „ჩვენმა ადვოკატმა ჩამოიტანა პასუხი - პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით. თუ რა შედეგებით დამთავრდა, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება თავიდან, რამეთუ მათ ჰქონდათ საფუძველი ეს საქმე აღეძრათ. თქვენ იცით, რომ თებერვალში მათ არ გააკეთეს ეს, ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული წერილია. ის წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ყველაფერი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)