01:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 19:06:01, 3340 ნახვა

კომენტარი
ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტთან დაპირისპირების დროს თავს იცავდა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს თავს იცავდა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა ხელი არავისთვის დაურტყამს.

„თავი დავიცავი. თავდასხმაა და შეურაცხყოფა მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანასთან ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული, ის ლაწირაკი, მოღალატე დედა რომ ჰყავს, რომელიც კოდორში უშიშროების დაკვეთით შემოდიოდა. არავისთვის არ დამირტყია“, - განაცხადა ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics