|
2019-09-07 11:54:08, 2156 ნახვა
კომენტარი
გომელაური კვიციანს - სად არის მწვანე და წითელი ასანთები, ამას მოვიკითხავ და თუ შემიძლია, დაგეხმარებით
„სად არის მწვანე და წითელი ასანთები, ამას მოვიკითხავ აუცილებლად და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თუ შემიძლია, რა თქმა უნდა დაგეხმარებით“, - ასე უპასუხა სუს-ის ყოფილმა უფროსმა, შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ემზარ კვიციანი გარკვეულ საბუთებს ეძებდა, თუმცა ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აღმოჩნდა. „ღიად ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, თქვენ ეძებდით რაღაც საბუთებს, რომელიც ჩვენთან არ აღმოჩნდა. ის თემა, თუ მწვანე სად არის ასანთები და წითელი სად არის, ამას მოვიკითხავ აუცილებლად და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თუ შემიძლია, რა თქმა უნდა დაგეხმარებით. ის თემა რომ მე ვიღაცას არ ვუშვებდი, თვითონვე აღნიშნეთ, რომ მე შეხება არ მქონია მაშინ ამ მიმართულებით და ვერც აგიკრძალავდით, ვერც შემოგიშვებდით საქართველოში თუ დაკეტილი იყო საზღვარი თქვენთვის. რაც მითხარით, იმას აუცილებლად მოვიკითხავ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ამის შემდეგ კვიციანმა განმარტა, თუ რა საბუთებზე იყო საუბარი: „რაც ეხლა ბატონმა ვახტანგმა ბრძანა, ეს ეხება ჩემს დოკუმენტებს, ანუ ნამსახურეობა ჩემი 1993 წლიდან 1997 წლამდე არის გამქრალი. წაიღეს თავდაცვის სამინისტროდან კონტრდაზვერვამ, და კონტრდაზვერვაში არ არსებობს, ანუ აორთქლდა. არავინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? მიზანმიმართულად მიმდინარეობდა გაქრობა ამ დოკუმენტების, იმისთვის რომ მე არ მქონოდა ნამსახურეობა და ერთი წელი მიკეთებდნენ ნაომრობა და მოწმობა მომცეს ვეტერანის. ამაზეა საუბარი. უშიშროებამ თუ ვერ მონახა, მე ვერ შევძლებ“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)