|
2019-09-06 19:13:38, 1890 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ქედის მოსახლეობის საჭიროებებს ბიუჯეტში მაქსიმალურად ავსახავთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან ერთად აგარის, აქუცისა და დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რაც ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს. მიმდინარე პროექტების გაცნობის პარალელურად, მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. „მოსახლეობის მხრიდან წამოსული ყველა საკითხი, ყველა მოსაზრება იქნება გათვალისწინებული შემდეგი წლის ბიუჯეტში. ასევე, მინდა დავამატო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და მიიღებს რეგულარულ ხასიათს." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ პირველ მაისში 20 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სახელმწიფო ბინებით იმ ოჯახებს უზრუნველყოფს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას. ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 998 000 ლარია გათვალისწინებული, რაც 46 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)