|
2019-09-05 12:38:44, 1743 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ჯარისთვის ბოლომდე ვერ დავიხარჯე
„ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის მოტივირებულია, რომ ჯარისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. „ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე, ვინაიდან თითქმის 4 წელი მე ავიღე პაუზა. ახლა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვბრუნდები, ყოველ შემთხვევაში დაგეგმილია ჩემი დაბრუნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავდაცვის მინისტრობის თანამდებობაზე, რომელიც არის ჩემთვის უაღრესად საპატიო და საამაყო შემოთავაზება. ამავდროულად მე, რა თქმა უნდა მესმის ძალიან კარგად დამაკისრებს უდიდესს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო ჯარისკაცების წინაშე. მე ყოველთვის მქონდა განცდა რომ ჩემი მინისტრობის, თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში უკმარისობის განცდა დამეუფლა რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის და ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი. აქედან გამომდინარე თქვენ ალბათ გესმით, რომ მე ვარ უაღრესად მოტივირებული. ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში ბოლომდე დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს საამაყო ჯარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)