|
2019-09-04 12:54:28, 1629 ნახვა
ეკონომიკა
ალავიძე: თანადაფინანსების გრანტების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ნიკოლოზ ალავიძემ და ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღეს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა. დაჯილდოების ცერემონია ოფიციალურად გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. სტარტაპერებს ასევე სიტყვით მიმართეს აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის, ასევე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის და სტიმულირების მიმართულებით. „საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, შესაბამისად, ამ მასშტაბის პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ციფრული, ტექნოლოგიური პროგრესისთვის, ამ მიმართულებით თანამედროვე ტრენდების დანერგვის კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საუკეთესო და უკვე ძალიან პოპულარული ინსტრუმენტია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ამ სექტორში მუშაობის გამოცდილება სჭირდებათ, მათი პროფესიული ზრდისთვის, ასევე საერთაშორისო ტრენდების შესახებ ინფორმაციის პირველი პირებისგან მისაღებად და კონტაქტების დასამყარებლად. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)