|
2019-09-03 15:21:57, 1778 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: შევიკრიბოთ დღეს პარლამენტთან და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჯალათი გახარია არ გახდეს პრემიერი
"მოვუწოდებთ ჩვენს ყველა წევრსა და მხარდამჭერს, შევიკრიბოთ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახარია, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, არ მოხვდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებაში დაპირისპირებას ამძაფრებს. "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური სამოქალაქო ომი გაგრძელდეს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ერთი პროვოკაცია იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს არის შეფუეთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის განწირული და დაპირისპირებული საქართველოს მოქალაქეებთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრად არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა. მოვუწოდებთ ჩვენს ყველა წევრსა და მხარდამჭერს, შევიკრიბოთ დღეს შვიდ საათზე პარლამენტთან და ხმამაღლა ვთქვათ, ჩვენი სათქმელი, რაც გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახარია, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს არ მოხვდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)