|
2019-09-03 12:53:15, 1573 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება
"ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხსენებული გადაწყვეტილების გამო, მმართველი გუნდი საზოგადოებისგან მწვავე პროტესტს მიიღებს. "სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადება საზოგადოებისთვის, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილს ვერ იხსნის. ამაზე პასუხს მიიღებს მშვიდობიანი პროცესით, მშვიდობიათი მაგრამ მწვავე პროტესტით და რაც მთავარია არჩევნებით, უმძიმეს პასუხს საზოგადოებისგან. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მოახდინა მორიგი და ალბათ ყველაზე მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება, კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. რაც შეეხება რატომ, მე არ ვარ კარგი ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ერთადერთი რაც თავში მომდის არის ის, რაც აქამდეც მითქვამს - ასეთი დისკრეტიდაციის შემდეგ, ასეთი დაცემის შემდეგ, რაც გავრილოვის ღამე მოხდა, იქამდეც და საერთოდ მისი მოღვაწეობის შედეგად, მაგრამ განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ ხდება ხოლმე რომ ამ ტიპის რბილად რომ ვთქვათ ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსს ძალაუფლების შენარჩუნების, ის მწარედ ცდება, ოღონდ ცუდი ის არის რომ ქვეყანას სერიოზულად აზიანებს მორიგ ჯერზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)