|
2019-09-03 10:54:17, 1308 ნახვა
კომენტარი
დიღმელაშვილი: წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება კარგი გადაწყვეტილება იყო
"თუ აქამდე ვითხოვდით რომ გიორგი გახარია გადამდგარიყო, ახლა მთლიანად ეს მორალურად კორუმპირებული ხელისუფლება მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს", - ამის შესახებ აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და პარლამენტთან მიმდინარე გადაცემის წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. დიღმელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენით ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. მანვე დასძინა, რომ ეს მოსახლეობასა და მმართველ გუნდს, კერძოდ კი, თავად ივანიშვილს შორის კიდე უფრო მეტ დაძაბულობას შექმნის. "სირცხვილის კორიდორი გვაქვს დაგეგმილი, რადგან დღეს საზაფხულო არდაგეგებიდან ბრუნდებიან ეს უსირცხვილო პარლამენტარები. ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარიას წარდგენით საზოგადოებასთან ურთიერთობა რადიკალურად გაამწვავა. ივანიშვილმა წარადგინა ადამიანი, რომელიც როგორც თავად [გახარია] ამბობს პასუხისმგებელია მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალების დათხრაზე. ამას ქართული საზოგადოება ჯეროვან პასუხს გასცემს. ეს ასე არ დამთავრდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაიჯერა რეალობა, რომელიც შექმნა თავისივე ტროლებისა და ბოტების გამოყენებით და არის ილუზიაში, რომ რაიმე ლეგიტიმაცია მაინც აქვს გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას. ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება ასეთი - თუ აქამდე ვითხოვდით რომ გიორგი გახარია გადამდგარიყო, ახლა მთლიანად ეს მორალურად კორუმპირებული ხელისუფლება მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს, რა თქმა უნდა არჩევნების გზით. წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება კარგი გადაწყვეტილება იყო, და ეს ხელისუფლება არის მიდრეკილი რომ გაიმეოროს წინამორბედების შეცდომები, მაგრამ ვერ გაიმეოროს მათი წარმატებები. როგორც წინა ხელისუფლება წავიდა არჩევნებით, სხვა გზა არ გვაქვს. ახლა ვითხოვთ რომ მთელი ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვის სადავეებს", - განაცხადა დიღმელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)