|
2019-09-02 18:07:03, 1331 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ბახტაძეზე: თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს - ასე თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ-იქით
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სინამდვილეში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ყველა გზებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. "ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს - ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მიზანს ემსახურება რა თქმა უნდა ფორმალური პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაყენებაც. ძალიან სასაცილოა მისი სიტყვები როდესაც დაიწყო, რომ მე გადავდექი. თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. ასე თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ-იქით", - განაცხადა მან. დეპუტატი აგრეთვე იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა მოქმედმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს. გოცირიძის მტკიცებით, თუ გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს. "თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გიორგი გახარია დაინიშნა პრემიერად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართელოს მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)