|
2019-09-02 16:17:00, 1386 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე 20 ივნისის ღამეზე: ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება
"20 ივისის ღამე - ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჟურნალისტმა მამუკა ბახტაძეს 20 ივნისის ღამეს გაკეთებული განცხადება გაახსენა, როდესაც განაცხადა, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერა არ არის, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. "რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვას აქაც სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია რაც "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მოახდინა იმის დემონსტრირება თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ერთი და ის ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ ამავე დროს თქვენ ნახეთ ის კადრები თუ როგორ მიმდინარეობს პარლამენტის შტურმი, პოლიცია იმ კორდონს ვეღარ ამაგრებდა და წინააღმდეგობას შტურმს ვერ უწევდა. მათ სამწუხაროდ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება. ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)