|
2019-09-02 13:02:40, 1197 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით
აშშ-სთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. „უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში", - აცხადებს მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი - ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა; რმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში და ეკონომიკური თანამშრომლობა; „ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Georgia Support Act)", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)