|
2015-07-10 16:40:01, 480 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: პროკურატურის შესახებ კანონპროექტი, მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და ადვოკატებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა პროკურატურისა და შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც კოჟორიძემ შეხვედრის დასრულების შედმეგ განაცხადა, პროკურატურის შესახებ კანონპროექტი მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. "პროკურატურის და შსს-ს რეფორმირების საკითხზე ჩვენ შევხვდით არასამთავრობო, პროფესიულ ორგანიზაციებს, ასევე პრაქტიკოს ადვოკატებს, ექსპერტ-სპეციალისტებს. უმეტესი მათგანის პოზიცია არის კრიტიკული, როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დღეს საქართველოს ჭირდება პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური პროკურატურა. სამწუხაროდ ის კანონპროექტი, რომელიც არის პროკურატურის შესახებ წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი, პროკურატურის მიღებას. ცუდია ის, რომ ქვეყანა კარგავს შანსს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყავდეს უკეთესი წესით არჩეული მთავარი პროკურორი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი მთავარი პროკურორის არანაირ კრიტერიუმზე, არც პიროვნულ, არც პროფესიულ კრიტერიუმზე, შესაბამისად როგორი მთავარი პროკურორი ჭირდება ქვეყანას, სასურველია, ეს კანონპროექტში ჩაწერილიყო. "ჩვენ გვჭრდება პროგრესი ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სათანადო პროგრესს წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება შსს-ს, აქ აზრი არის კონსოლიდირებული იმ გაგებით, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის პირველ რიგში კარგად გააზრება, ანალიტიკური შეფასება, რაც ახლდა შსს-ს სტრუქტურების გაერთიანებას. უნდა გააზრებულიყო, რა პრობლემებია დღესდღეობით და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით. ამ რეფორმას ჭირდებოდა მეტი გააზრება", - განაცხადა კოჟორიძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)