|
2019-08-29 18:56:12, 2014 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 2014 წლიდან ახორციელებს. "ჩვენ ასეთ განათლებულ ახალგაზრდებში ვხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს და მინდა გამოვთქვა სურვილი, გამოვხატო მზადყოფნა მათი მხარდაჭერისა დასაქმების კუთხით. ჩვენი სურვილია, რომ როცა ეს სტუდენტები დაასრულებენ სწავლა-განათლებას საზღვარგარეთ, დაუბრუნდნენ ამ ქალაქს, ამ რეგიონს და მათი წვლილი შეიტანონ საერთო საქმის კეთებაში. ამოცანა მართლაც ესაა: ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა. ბევრი სფერო მოითხოვს რეფორმებს, დიდ ცვლილებებს, ხოლო ამ ცვლილებებს განათლებული ადამიანები სჭირდება, ვინც ევროპული და ამერიკული ქვეყნების გამოცდილება იცის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას. პროგრამა „სწავლა საზღვარგარეთ" ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60 სტუდენტი, მათ შორის 2019 წელს კონკურსის წესით დაფინანსება მოიპოვა 18 აპლიკანტმა. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000 ლარია.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)