18:45 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:52:38, 523 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა.

„ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე კვირის წინ, უფრო ეფექტური იყოს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ სისტემას შეიძლება დააშენონ ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ მიმართულებებზე უკვე საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. ვესაუბრე პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მზად ვართ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც გადაწყვეტენ ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღს. ასევე, პრეზენტაციას გავმართავთ მთავრობისთვის და ბუნებრივია მთავარსარდლისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ პირველი კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics