|
2019-08-21 18:56:23, 3985 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროპას დაუახლოვდება
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს. 6 ნოემბრიდან პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელი გრძელდებოდა ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებით დასრულდა - რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია. ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 3 რეისის მიმდინარე წელს დაწყებას. Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს, რადგანაც ყველა მიმართულება, რომელსაც Ryanair-ი იწყებს და მომავალშიც დაამატებს იქნება ევროკავშირის ქვეყნები. და იმავდროულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს. მე ვუსურვებ ავიაკომპანია Ryanair-ს, ისევე როგორც ყველა სხვა ავიაკომპანიას ძალიან წარმატებულ მუშაობას და მოღვაწეობას საქართველოში, რამეთუ ეს ჩვენი ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპასთან დაახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებას დაამატებს, რომელიც პირველ ეტაპზე კვირაში 3 ჯერ შესრულდება. ,, ჩვენი მიზანიც არის ის, რომ ავიაკომპანიამ წარმატებით განახორციელოს ოპერირება, წარმატებით შემოიყვანოს საქართველოში მეტი ტურისტი, რაც ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან დადებითად აისახება“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და ახლო აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.
(NS)
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)