|
2015-07-09 18:59:31, 446 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი აშშ-ის „მრჩეველთა ჯგუფს“ შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფის“ წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უწყებაში პერსონალის მართვის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული იყოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც უწყება დაიწყებს. „მე მათ პირადად ვთხოვე ზაფხულის ბოლომდე წარმოგვიდგინონ რამდენიმე მიმართულებით დასრულებული კონცეფცია, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც თავად სამხედროები ძალიან ბევრს საუბრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის სიჯანსაღისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრმა სტუმრებს გაწეული მხარდაჭერისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილის, დოქტორ ბერნი როსტკერის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართეს. უცხოელი სტუმრები გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს. ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სტრატეგიასა და დაგეგმვას შეისწავლის. მათ მიზანს პროფესიული სამხედრო განათლების, ბიუჯეტირების, ლოგისტიკის, შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სფეროების გაცნობა და მუშაობის პროცესში პერსონალის დახმარება წარმოადგენს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)