|
2015-01-23 18:16:15, 2538 ნახვა
პოლიტიკა
სოსო რობაქიძე: თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, ჭიკაიძეს კი არა, მთავრობასაც მოუწევს გადადგომა
„თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, არა მხოლოდ ჭიკაიძეს მოუწევს გადადგომა, არამედ მთელს მთავრობასაც“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოსო რობაქიძემ განუცხადა. რობაქიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების თავს დაუცველად გრძნობენ თავს. „ეს ასეც უნდა მომხდარიყო. არა მარტო ჭიკაიძე უნდა გადადგეს, თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, უნდა გადადგეს პროკურატურის თანამდებობის პირებიც. ჩვენ უკვე დაუცველად ვგრძნობთ თავს. თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, არამხოლოდ ჭიკაიძეს მოუწევს გადადგომა, არამედ მთელს მთავრობასაც მოუწევს ამის გაკეთება. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გადადგა, იმიტომ, რომ ჭიკაიძის მინისტრობა ახლა არ შეიძლებოდა, რადგან ყველაზე მეტი პრეტენზია მასთან ჰქონდა იურის“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)