|
2019-08-18 23:52:14, 12000 ნახვა
სხვადასხვა
საგანგაშო სტატისტიკა ბოლო 24 საათში - 5 გარდაცვლილი და 15 დაშავებული საქართველოს გზებზე
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. დღეს საღამოს გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მცხეთის სიახლოვეს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მათ შორის, ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო. ავარიის შედეგად, ქალი და მამაკაცი დაშავდნენ. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. გამთენიისას, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი - მანქანის მძღოლი და ორი მოზარდი დაშავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)