03:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 14:27:51, 7968 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნება“ სექტემბერში 2020-ის არჩევნებისთვის სიას წარადგენს, სადაც ახალი სახეები იქნებიან

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის განახლებულ სიას სექტემბრის ბოლოს წარმოადგენს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია აპირებს, ახალ სიაში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიყვანოს, მათ შორის ექსპერტები გია აბაშიძე,  ვლადიმერ ბოჟაძე და ლევან ნიკოლეიშვილი.

შესაძლოა, სიაში არ იყოს დღეს მოქმედი დეპუტატების დიდი რაოდენობა. 
"ექსპრესნიუსს" გია აბაშიძემ უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებთან ამ საკითხზე საუბარი არ ქონია.
"ამ საკითხზე საუბარი არავისთან მქონია, არჩევნებთან დაკავშირებით ვარაუდები, სპეკულაციები მომავალ თვეებში ბევრზე და ბერგან იქნება" - აღნიშნა აბაშიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, საარჩევნო ბარიერის პირობებში. დღევანდელი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი უნდა ჩატარებულიყო შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით და პროპორციულ ნაწილში პარტიისთვის პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3% იქნებოდა საჭირო.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო იქნება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 1/150 (დაახლოებით, 0, 67%). არჩევნები კი 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics