|
2019-08-13 16:33:43, 3194 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს „ვითომ კონკურსს“ უწოდებს
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს „ვითომ კონკურსს“ უწოდებს. დოლიძე აცხადებს, რომ კანდიდატები ახლოსაც ვერ მიდიან იმ სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მოეთხოვება. „ ჩვენს წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან მაღალი დონის კომპეტენციასთან, რომელიც უნდა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა დოლიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)