|
2019-08-13 13:00:57, 3008 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება
„შემოდგომაზე გახდება ცნობილი, თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს მმართველი გუნდი, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული. „პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავის თავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელიმე პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ყველა ჩვენი თანაგუნდელი, პოლიტიკოსი, რომელმაც წარმატებით იმუშავა ამ პარლამენტში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა მომავალშიც ჩვენს გუნდში და პოლიტიკურ სისტემაში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გახდება კიდევ უფრო ინტენსიური შემოდგომაზე თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)