|
2019-08-12 18:51:18, 1227 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი ალბათ მამუკა ხაზარაძე გახდება
„ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, მამუკა ხაზარაძე გახდება”, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რადგან ხაზარაძეს მკვეთრად პროდასავლური ორიენტაცია აქვს, კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ იქნება. „ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საინტერესოა და სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური სივრცის გახსნა და მამუკა ხაზარაძე, გარკვეულწილად, ამის ინსტრუმენტი იქნება. რამდენად წარმატებული იქნება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ აქვს პოლიტიკაში გამოცდილება, გასაგებია, რომ ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე. ვითარებაში, როდესაც საკონტროლო პაკეტი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება, დაიჭიროს ე.წ. ოქროს გასაღები ხელში, ანუ მასზე გახდეს დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს შედგება მმართველი კოალიცია. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძეს მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია აქვს, დეკლარირებული, ეს ნიშნავს, რომ ალბათ, უფრო სხვა კოალიციაში, სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, - განაცხადა ხუხაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)