|
2019-08-12 12:17:55, 1491 ნახვა
ეკონომიკა
როგორ უნდა დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული სფეისით?
საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკს სფეისს სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ერთი წელი. ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურ საბანკო მომსახურებაში სფეისმა ბევრი სიახლე დანერგა: 24/7 გადარიცხვები, ყველა ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში გაერთიანების საშუალება, ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ბარათის უფასოდ ონლაინ შეკვეთა, QR განვადება, სესხის აღება 2 წუთში, მესენჯერით ფულის გადარიცხვა და ა.შ. ამჯერად სფეისმა უნიკალური ქეშბექ პროგრამა გაუშვა: მსოფლიოს მასშტაბით კვების ნებისმიერ ობიექტში სფეის ბარათით გადახდისას, თანხის 5%-ს უკან დაიბრუნებთ. „ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, სფეისის სხვა პროდუქტების შექმნისას, მყისიერებასა და სიმარტივეზე გავაკეთეთ აქცენტი“ - აცხადებენ სფეისში. „არ გვინდოდა, რომ მომხმარებელს ეწვალა და ეძებნა ჩვენი პარტნიორების სიები, კონკრეტული ობიექტები, სადაც შეძლებდა ამ პროგრამით სარგებლობას. გადავწყვიტეთ, რომ მსოფლიოში ყველგან, კვების ნებისმიერ ობიექტში დაგვებრუნებინა გადახდილი თანხის 5% და რაც მთავარია მყისიერად, რადგან ლოდინი ჩვენც ისევე არ გვიყვარს, როგორც ჩვენს ერთგულ სფეისელებს.“ ქეშბექის მისაღებად საკმარისია, შეუკვეთოთ სფეის ბარათი სფეისის აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ. თბილისის მასშტაბით ბარათს მოგართმევენ ელექტროსკუტერებით სფეისის კურიერები, რომელთაც თავად პილოტებს უწოდებენ. სფეის ბარათი სრულიად უფასოა, არ იხდი შეკვეთის, მოტანის, საკომისიოს თანხას. ასევე უფასოა განაღდებაც 4 ბანკის ბანკომატში (თიბისი, ვითიბი, ხალიკ ბანკი და ბაზის ბანკი) ამას გარდა, 1 თვის წინ სფეისმა თავის ბარათს კიდევ მეტი ინტერესი შესძინა, როდესაც დანერგა განსხვავებული ლოიალობის პროგრამა - სფეის თამაში. პრინციპი აქაც მარტივია: იხდი სფეის ბარათით რაც შეიძლება ხშირად, აგროვებ ვარსკვლავებს მთელი კვირის მანძილზე და პარასკევს რეიტინგის მიხედვით იღებ ფულს, მაქსიმუმ 150 ლარს, მინიმუმ 5 ლარს. “თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. დავფიქრდით, რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოგვეტანა“ - ამბობს სფეისის წარმომადგენელი ნათია სვანიძე. „თამაშის ელემენტების გამოყენება „არა თამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება - ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. სწორედ ამ მიდგომით შევიმუშავეთ ჩვენი ლოიალობის პროგრამა.“ სფეისში ამბობენ, რომ ყველა სიახლე, რომელსაც ნერგავენ მათი მომხმარებლების თხოვნებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით იგეგმება. „ერთგული სფეისელები ისევე არიან ჩართულები პროდუქტის შექმნა-განვითარებაში, როგორც ჩვენ - თანამშრომლები. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და გაანალიზება. ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ახალი იდეები და დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა“ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ აქ https://space-digitalbank.lpages.co/cashback/
(R)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)