|
2019-08-09 20:30:48, 1521 ნახვა
კომენტარი
გვარამია: ბინების ეპიზოდი ბრალში არ არის - პირობას ვდებ, პროკურორი გულუაშვილი ციხეში მოხვდება!
„პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან სახელისა და ღირსების შელახვისთვის“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბინების ეპიზოდი, რის შესახებაც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ისაუბრა, მისთვის წარდგენილ ბრალდებაში საერთოდ არ არის. „ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც, მან გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში იყო ფული გადახდილი ჩემს მიერ. კიდევ ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ჩემს ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და მოყვანილი იყო ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ პროკურორი გულუაშვილი აუცილებლად ჯერ მისცემს ჩვენებას, ეს ვინ დაუწერა და მერე თვითონ მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ!“, - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)