|
2019-08-09 12:19:06, 1266 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ. როგორც იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კანდიდატთან მისი მთავარი კითხვა შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ნინო ქადაგიძე მოსამართლეების შესარჩევ სიაში ყველანაირი კონკურსისა და საჯარო პროცესის გარეშე. „სისტემა თავად ავლენს საკუთარ იარას იმით, რომ ყველაზე მწვავედ აქამდე გამოსული კანდიდატები, ისევე როგორც იუსტიციის საბჭოს წევრები რეაგირებენ ერთადერთ სახელზე და ეს სახელი არის მიხეილ ჩინჩალაძე. საკმარისია, რომელიმე კითხვაში გაჟღერდეს სახელი და გვარი მიხეილ ჩინჩალაძე, ამას მოჰყვება ხოლმე ზემგრძნობიარე რეაქცია კანდიდატის მხრიდანაც და იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდანაც. არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე. ეს არის ამ სისტემის მთავარი იარა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც დაისმება კითხვები დღეს და მომავალშიც. პირველ რიგში რა ურთიერთობები აქვთ გამოსულ კანდიდატებთან. როგორ მოხვდა მაგალითად, ქალბატონი ნინო ქადაგიძე იმ დეკემბრის სიაში ყველანაირი კონკურსის, საჯარო პროცესის გარეშე და რით დაიმსახურა თავის დროზე მან ეს პრივილეგია და შესაბამისად, მაშინდელი ჩავარდნის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, რომ გამოვიდეს ამ შედარებით გაუმჯობესებულ პროცესში ახლა“, - განაცხადა დოლიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)