|
2019-08-08 11:12:13, 1174 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს
თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს. თალაკვაძის განცხადებით, ამ ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. „პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს, ასევე, ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასდროს განმეორდეს ომი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება, ეს იყო ის იდეა, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს, თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“, - განაცახადა თალაკვაძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)