|
2019-08-07 16:59:24, 1170 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე - ტაბუ დაადეს თემას, წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს
„საქართველომ არათუ ამოისუნთქა, ლამის სუნთქვა გააჩერა. ეს ამოსუნთქვა იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის, რამეთუ გაყალბებული არჩევნების ფონზე, მათ ლეგიტიმაცია ჰქონდათ დაბალი და ეს ვითარება მათთვის ნამდვილად იყო დამატებითი სუნთქვის საშუალება და ეს მათ გამოიყენეს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე შოთა უტიაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებებს. ხუნდაძე პარალელს ავლებს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან. „თუ პარალელს გავავლებთ, რუსეთის (მხრიდან???) საფრთხეები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად ხელისუფლების დაბრუნების თუ ხელისუფლების გამყარების. მაშინ ჯარს პრაქტიკულად შემოუძღვნენ და ლეგიტიმაცია თავისთავად აიწია. ახლა ასევე იყო მოთხოვნა, სანქციების გზით მათ ისევ წარმოეჩინათ წინა პლანზე რუსეთის საფრთხე და გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ამავე დროს, მაშინაც ტაბუ დაადეს თემას, და წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე - ტერიტორიული თუ ადამიანური - მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს. ეს არის მათი დამოკიდებულება, და არამხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საზოგადოების დაკვირვებითაც. მაშინ იყო დაბალი ლეგიტიმაცია, წამოწიეს ასეთი გაუაზრებელი, თუარა მოღალატეობრივი ქმედებით. 20-21 ივნისის ღამესაც აბსოლუტურად იგივე მცდელობა ჰქონდათ. მაშინ პირდაპირი იარაღით, დღეს სანქციებით - რუსეთს ისევ თავისი ზრახვები გაეტარებინა და ამ ფონზე გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულიყო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)