|
2019-08-06 18:53:03, 1314 ნახვა
კომენტარი
ძველიშვილი: იმედი მაქვს, „რუსთავი 2“-ის შემდეგ „TV პირველი“ -ს ჯერი არ დადგა
"იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "TV პირველი" -ს ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველიშვილი "TV პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთელის პროკურატურაში დაბარებას. ძველიშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმემ დაადასტურა, რომ თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესი აქვს, ყველაფერს გააკეთებს მის მისაღწევად. „იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც "TV პირველ" -ს და გავლენას არ იქონიებს მის მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "TV პირველი" -ს ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. "რუსთავი 2-ის" საქმემ, პრაქტიკულად, გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც, "TV პირველი" -ს შემთხვევაშიც, დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას“, - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)