09:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 17:28:37, 1298 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა: ივანიშვილს სურს ანაკლიის პორტის მშენებლობა არჩევნებამდე შეაჩეროს და თუ საშუალება მიეცემა - გააუქმოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ანაკლიის პროექტთან აკავშირებს.

ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება, ხოლო არჩევნების მოგების შემთხვევაში - მისი საერთოდ გაუქმება სურს.

„პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო კამპანია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ნათელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად ამოძრავებდა კონკრეტული მიზნები და ეს იყო, სავარაუდოდ, მათი განეიტრალების სამომავლო შესაძლო პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე და მეორე, დარტყმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რაზეც ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მიმდინარე გამოძიება არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ ორი მთავარი მოთამაშე, რომელიც ჩართულია ანაკლიის პორტის განვითარებაში, ჩამოაშოროს ამ პროექტს იმისთვის, რომ დროებით შეჩერდეს არჩევნებამდე, ხოლო არჩევნებს თუ მოიპარავს, საერთოდ გააუქმოს ეს პროექტი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics