|
2015-01-23 17:26:08, 2283 ნახვა
პოლიტიკა
მაღრაძე: ჭიკაიძის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო
„ეს ჭიკაიძის პიროვნული გადაწყვეტილება იყო და დასაფასებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ჭიკაიძის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის „თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო“. „ჭიაკიძე, როგორც პიროვნება, ღირსეული პიროვნებაა და ჩათვალა, რომ გარკვეულწილად შეიძლება უკეთესად ემუშავათ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აეცილებინათ თავიდან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. მისი ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო. მას ალბათ არავინ გადააყენებდა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. "მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)