|
2015-07-08 12:50:51, 426 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
ვაშინგტონში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთანმაიკლ კარპენტერთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯონ ჰეფერნთან, ასევე, სენატორებთან-ჯონ კორნინთან(რესპუბლიკური პარტია) და ბენჯამინ კარდინთან(დემოკრატიული პარტია). შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, საგარეო საფრთხეები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კერძოდ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვის მნიშვნელობას. თავის მხრივ, ამერიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის. ამასთან, შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მზაობა ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით საქართველოსხელშეწყობის თაობაზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი 8 ივლისს ამერიკელ კონგრსმენებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში დიკუსია ატლანტიკურ საბჭოში.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)