|
2019-08-01 18:48:14, 1483 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე კუპრავაზე: გამამტყუნებელ განაჩენსაც არ შეუძლია სასამართლოს მიმართ საზოგადოების პატივისცემის ზრდა
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მძვენიერაძე "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. როგორც მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შესაძლოა ადამიანები კანონისა და ციხის შიშის გამო არ ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ეს არ არის პატივისცემა. "არ არსებობს შიშზე დაფუძნებული პატივისცემა. შესაძლოა ადამიანები კანონისა და ციხის შიშის გამო არ ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობენ, ან ძალაუფლებისადმი ჰქონდეთ შიშნარევი მოწიწება და რიდი, მაგრამ ეს არ არის პატივისცემა. ეს მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული დუმილია. კუპრავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსაც არ შეუძლია სასამართლოს მიმართ საზოგადოების პატივისცემის ზრდა. პირიქით, კიდევ უფრო უბიძგებს ადამიანებს, ზუსტად ისე იფიქრონ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, როგორც "დანაშაულის ჩადენინსას" ბუფეტში მჯმდომი მსჯავრდებული ფიქრობდა. მხოლოდ პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებს გონიათ, რომ ავტორიტეტსა და ხალხის პატივისცემას შიშის თესვით მოიპოვებენ. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, მისი, სწორედ რომ პრიმიტიული, ადამიანებით გამოვსებაა. რა თქმა უნდა, სისტემაში არიან ადამიანები, (როგორც მოსამართლეები, ისე თანაშემწეები, სხდომის მდივნები, აპარატის სხვა მოხელეები) რომლებსაც ამ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ ისინი სრულ უმცირესობაში არიან", - წერს მშვენიერაძე. ცნობისთვის, სასამართლომ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)